ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალი, რომელსაც საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა, ბრალს არ აღიარებს.

პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ის დღეს ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ათივე ბავშვი დაკავებულის შვილია, რომელიც მეუღლესთან, აფხაზეთში აპირებდა გადასვლას.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის ქმარი უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც კომერციული დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებიანა. ის რუსეთს აფარებდა თავს, თუმცა რუსეთმა მას თავშესაფარი არ მისცა რის შემდეგაც აფხაზეთში გადავიდა. ადვოკატმა არ იცის, როდის წარედგინება დაკავებულს ბრალი ოფიციალურად. ის გეგმავს საქმის გამომძიებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდეს.

ხათუნა გაგნიძე მუშაობს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.