ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება.
ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებით და მეტროთი მოსარგებლე მოქალაქეებს 5 იანვრიდან საშუალება ექნებათ, რომ შვიდი სხვადასხვა პაკეტიდან მათთვის სასურველი აირჩიონ. საუბარია სხვადასხვა ვადაზე გათვლილ აბონემენტზე, რომლის ფასიც ვადების მიხედვით სხვადასხვაა. ერთჯერადი მგზავრობის ფასი კი იზრდება და 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი ხდება. გააძვირებს თუ არა ახალი სატარიფო პოლიტიკა მგზავრობას – მერიის გადაწყვეტილებას და გადახდის სხვადასხვა პაკეტის დანერგვას მოქალაქეებს შორის მკვეთრად ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. გარკვეული კატეგორიებისთვის საშეღავათო ტარიფები და უფასო მგზავრობის შესაძლებლობა ისევ ნარჩუნდება.