აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება სასაფლაოების მიმართულებით. 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ამავდროულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.
ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით, სხვადასხვა მეტროსადგურების ტერიტორიიდან გავა. ასევე, რკინიგზას დროებით დაემატა რეისები საქალაქთაშორისო მგზავრებისთვის.
უფრო მეტს მარიამ აფციაური გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.