ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – შსს-ს განცხადება

12:05, 11.05.2026

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოქმედებს მოძრაობის ახალი რეჟიმი.
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;  ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება ბუხაიძის ქუჩაზეც. საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით. მეტროსადგურ „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი საავტომობილო მოძრაობა აკრძალული იქნება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით. რაც შეეხება საპარკინგე სივრცეს – ის ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე მოეწყობა, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით ან ფეხით.

მსგავსი