ტრანსპორტის განრიგი სადღესასწაულო დღეებში
სადღესასწაულო დღეებში დედაქალაქში სპეციალური რეჟიმით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
თბილისის მოსახლეობას ხვალ და ზეგ მეტრო გახანგრძლივებული დროით და ღამის საათებში უფასოდ მოემსახურება. ახალი დროებითი მარშრუტები შემუშავდა ავტობუსებისთვის, რომლებმაც მოქალაქეები სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით უნდა გადაიყვანონ. მგზავრობა უფასო იქნება. საგანგებო რეჟიმში მუშაობს რკინიგზაც. გაზრდილი მოთხოვნის გამო სრულდება დამატებითი რეისები.