სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პატრიარქთან გამომშვიდობება და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება შეძლონ. დღეს და ხვალ მოსახლეობას მუნიციპალური ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო უფასოდ ღამის ორ საათამდე მოემსახურება. ასევე დამატებით რეისებს ნიშნავს საქართველოს რკინიგზა.
რაც შეეხება შეზღუდვებს: დღეს 15:00 საათიდან ღამის 12 საათამდე, გარკვეულ მონაკვეთებზე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.