სპეციალური ღონისძიება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ. საქმე ეხება დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის გათეთრებას. საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა, საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სპეციალური ღონისძიება ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე