ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული

გლობალურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი და უკანონოდ მითვისებული 100 მილიონამდე დოლარი. რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად გამოვლენილია კიბერდანაშაულის ქსელი.

გამოძიების ინფორმაციით, ჰაკერულ დაჯგუფებას ეროვნებით ქართველი ხელმძღვანელი ჰყავდა, რომელიც უკვე დაკავებულია.

ქსელის რამდენიმე წევრი ისევ იძებნება. როგორც ირკვევა, ჯგუფი ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. მისი მსხვერპლი 40 000-ზე მეტი კომპანია გახდა.