35 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ტრამვაი ისევ იმოძრავებს.
რვა კილომეტრის სიგრძის ტრამვაის ხაზი 11 გაჩერებას გააერთიანებს და მოსახლეობის ტრანსპორტირებას დიდი დიღმიდან დიდუბემდე უზრუნველყოფს. ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის დედაქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მერიამ დიღმის მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. დაანონსებულმა პროექტმა მოქალაქეებს გადაადგილება უნდა გაუმარტივოს. ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადებულია.