ტრამვაის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა
უკვე ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტრამვაის ხაზს გაიყვანს.
თბილისის მერიამ ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან გააფორმა, რომელიც ტენდერში ოთხ კომპანიას შორის შეარჩიეს. პირველ ეტაპზე პროექტირების გეგმა უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და 10 შემადგენლობას შეუკვეთავენ. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტრო „დიდუბესთან“ დააკავშირებს და 11 გაჩერება ექნება. გეგმის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დედაქალაქს 2030 წელს ექნება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიას სარკინიგზო, სამშენებლო და ტრამვაის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს უკვე დაპროექტებული და აშენებული აქვს რამდენიმე მასშტაბური პროექტი, მათ შორის დუბაის მეტრო, ასევე ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი თურქეთში.