ტრამპი ნიგერიაში სამხედრო ოპერაციას გეგმავს 

ქრისტიანების დაცვის მოტივით აშშ-მა შესაძლოა ნიგერიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნაზე განაცხადა და იქ ჯარების განლაგების შესაძლებლობაც დაუშვა. ომის დეპარტამენტში გეგმის შემუშავება დაიწყო. ტრამპი დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს მოუწოდებს, ქრისტიანების დახოცვა აღკვეთოს, სხვა შემთხვევაში ის ყველა სახის დახმარების შეწყვეტით იმუქრება. ნიგერიის მთავრობის პოზიციაა, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედება ერთობლივად უნდა განხორციელდეს.