ტრამპმა დაჭრილები მოინახულა

პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი და პირველი ლედი ფლორიდაში ჩავიდნენ. მათ დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ქალაქის შერიფის ოფისში მივიდა. მან სამართალდამცველებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტი ბავშვების დაცვა და სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.