ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი
დამოუკიდებლობის დღე დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას მიულოცა. ზელენსკის თქმით, საუბრისას შტატებს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი თემა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხების განხილვას ნატო-ს სამიტზე გააგრძელებენ.