აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. „ნიუ იორკ პოსტისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა არ დააკონკრეტა რამდენჯერ შედგა სატელეფონო საუბარი, თუმცა თქვა, რომ ბრძოლის ველზე ხალხის ხოცვა პუტინსაც ადარდებს. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, 2022 წელს ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების კონკრეტული გეგმა აქვს და იმედოვნებს, რომ ეს გეგმა სწრაფი იქნება.