ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი
სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორისაც. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს. მისი თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობა განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება იყო. კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის არის აუცილებელი.