ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პრეზიდენტები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნების საკითხს არ გამორიცხავენ. საუბრის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმაც გაავრცელა. „პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ესაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს. მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“ – ამბობს ტრამპი.