ტრამპის ყოფილი მრჩევლის განცხადება

2019 წელს რუსეთმა აშშ-ს ვენესუელის უკრაინაში გაცვლა შესთავაზა, – როგორც The Kyiv Independent წერს, ამის შესახებ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2019 წელს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა. ჰილის თქმით, 2019 წლის აპრილში, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ ვენესუელაზე გავლენას დათმობდა, თუმცა, სანაცვლოდ კონტროლი უნდა აეღო უკრაინაზე. აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ქმედებები არაფორმალური იყო, თუმცა – გზავნილი ნათელი: „იცით, თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა. გსურთ, თქვენი ეზოდან გაგვყაროთ. ჰოდა, იცით, ჩვენ ამის ჩვენი ვერსია გვაქვს. თქვენ ჩვენს ეზოში ხართ, უკრაინაში“. ჰილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში ამ გეგმაზე უარის სათქმელად გაგზავნეს.