ტრამპის წინააღმდეგ საქმე დაიხურა

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან ერთი დახურულია.

სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომელსაც შესაბამისი თხოვნით პროკურორმა ჯეკ სმიტმა მიმართა. მას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს თანამდებობიდან გათავისუფლებით არაერთხელ დაემუქრა. დახურული საქმე 2020 წლის არჩევნების შედეგებზე შესაძლო გავლენის მოხდენას ეხებოდა, რაზეც ბრალი ტრამპს წელიწადნახევრის წინ წაუყენეს. პროკურორი საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნას შეცვლილი გარემოებებით და იუსტიციის დეპარტამენტის მიდგომით ასაბუთებს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას და მის სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავს.

გადაწყვეტილებამ შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.