ტრამპის ვიზიტი ჩინეთში – პრეზიდენტების გზავნილები

21:46, 15.05.2026

საერთაშორისო მედიის განხილვის მთავარი თემა ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაა.

ირანი, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, ტაივანი, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები – ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამომწვევი ყველა თემა განიხილეს. ორივე მხარე ახალი კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებაზე მიუთითებს. ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ პეკინში დონალდ ტრამპის ჩასვლას და შეხვედრებს ჩინეთის და აშშ-ც ისტორიულ და მნიშვნელოვან მოვლენად აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტის გზავნილია, რომ ჩინეთის პირველ პირს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და მას ირანთან შეთანხმების მიღწევაში დახმარებას სთავაზობს. ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის მზადყოფნა უკვე ხელმოწერილი შეთანხმებებით დადასტურდა. რაც შეეხება ტაივანს, რომელსაც ოფიციალური პეკინი ამერიკასთან შესაძლო დაპირისპირების თემად განიხილავს, სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგას გამაფრთხილებელი გზავნილი გადასცა. გამოიწვევს თუ არა ვიზიტი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ურთიერთობაში გარღვევას – რამდენიმე საკვანძო თემაზე არაერთგვაროვანი განცხადებებიც გაკეთდა, რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

მსგავსი