აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს მორიგ ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ ირანის ცივილიზაცია განადგურდება და აღარასოდეს აღდგება. მისი თქმით, თუ დარჩენილ დროში ირანთან გარიგების დადება ვერ მოხერხდება, მას სრული განადგურება ემუქრება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გადარჩება თუ არა ირანი, დღეს საღამოს გავიგებთ. „47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული ვადა რამდენიმე საათში იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში შტატები ირანზე მასშტაბურ ავიაიერიშებს აანონსებს.