ოფიციალური თეირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუ ხვალამდე ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, დონალდ ტრამპი ირანს „ჯოჯოხეთის მოწყობით“ ემუქრება. გეგმაშია ქვეყნის მასშტაბით არსებული საზგაო ინფრასტრუქტურისა და ენერგო-ობიექტების განადგურება. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული ბომბების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდება, დამანგრეველი საპასუხო ზომებით იმუქრება თეირანიც. ამერიკის ლიდერს დღეს ირანიდან საერთაშორისო სამართალიც შეახსენეს და მისი გეგმა ომის დანაშაულად შეაფასეს. დონალდ ტრაპის განცხადებები შეშფოთებას იწვევს ევროკავშირშიც. ბრიუსელი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მოხერხდება თუ არა სამხედრო დაპირისპირებიდან მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასვლა? – ირანსა და ვაშინგტონს საერთაშორისო შუამავლობით შემუშავებული დეესკალაციის ჩარჩო-დოკუმენტი უკვე გადასცეს, თუმცა ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის 45- დღიანი გეგმა ორივე მხარისთვის მიუღებელია.
სულ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა მედიასთან სკანდალური განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ იანვრის საპროტესტო აქციების დროს, ირანელი ხალხის ამერიკული შეიარაღებით მომარაგებას ცდილობდა.
თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟი #მოამბე