ტრამპის ულტიმატუმის ვადა იწურება – შტატების პრეზიდენტი „ჰამასს“ მისივე ავტორობით მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე დასათანხმებლად ვადას კვირის ბოლომდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტულ ორგანიზაციას ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება. ვიდრე გაირკვევა, როგორი იქნება „ჰამასის“ საბოლოო პასუხი, ევროპის ქალაქები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მიზეზი ისრაელის მთავრობის მიერ ფლოტილიის შეჩერება და იმ ადამიანების დაკავებაა, რომლებსაც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდათ. ნეთანიაჰუს ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეების საპროტესტო აქციები ევროპის ქვეყნებში მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სხვადასხვა ქალაქში ასობით ადამიანია დაკავებული.