ტრამპის ულტიმატუმი და ცივილიზაციის განადგურების მუქარა 

დროის ათვლა დაიწყო – შვიდი საათი რჩება ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე.

გუშინდელი მუქარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკა ირანის მისამართით დღეს კიდევ უფრო გამკაცრდა. თუ 28 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, დონალდ ტრამპი ამაღამ ირანის და მთელი ცივილიზაციის განადგურებით იმუქრება. საჰაერო იერიშების სამიზნეებად ცხადდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, ასევე ენერგოობიექტები. მუქარის შემცველი განცხადებების პასუხად ირანის სტრატეგიულ ობიექტებთან სახელმწიფო დროშებით მოქალაქეები იკრიბებიან და ცოცხალ ჯაჭვს კრავენ. ნავთობის და გაზის ობიექტების განადგურებით და ენერგოკრიზისის კიდევ უფრო გამწვავებით იმუქრება თეირანიც, რომელიც რეგიონში ამერიკელ მოკავშირეებს პირდაპირ ეუბნება, რომ თავშეკავებას აღარ აპირებს. ამერიკის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის წესების დაცვისკენ მოუწოდებს გაერო-ს გენერალური მდივანი. მუქარის პარალელურად აშშ-ის პირველი პირი კვლავ ახსენებს შუამავლებთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელსაც ირანის ხელისუფლება ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.