ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევსა და მოსკოვში ჩავლენ
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში, მოსკოვსა და კიევში ჩავლენ. გავრცელებული ცნობით, ამერიკელ მაღალჩინოსნებს კრემლში დღეს ელიან, კუშნერი და უიტკოფი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ხვალ, 6 სექტემბერს კი, უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან, სადაც მედიაციის პროცესის ფარგლებში, პირველად ჩადიან. როგორც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, მის წარმომადგენლებს ომის დასასრულებლად წინადადება მიაქვთ.