დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა, ჩინეთს ეს არ შეეხება. ტრამპი წერს: „ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, შესაბამისად, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე.“, – წერს ტრამპი.