ტრამპის საქმის პროკურორმა თანამდებობა დატოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა. სმიტმა იუსტიციის დეპარტამენტს გათავისუფლების მოთხოვნით თავად მიმართა. მოთხოვნა 10 იანვარს დაუკმაყოფილეს. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ სმიტის მიერ თანამდებობის დატოვება ნაწილობრივ განპირობებული იყო ტრამპის დაპირებით, რომ იგი თავადვე გაათავისუფლებდა მას ინაუგურაციის შემდეგ. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სმიტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ შემწყდარიყო წარმოებული საქმეები. წარდგენილ დოკუმენტში სმიტი აღნიშნავდა, რომ საქმე უნდა დახურულიყო იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.