ტრამპის სამშვიდობო გეგმა - კიევის და მოსკოვის პოზიციები 

აღმოჩნდება თუ არა თითქმის ოთხწლიანი ომის დასასრულებლად ტრამპის კიდევ ერთი დიპლომატიური ძალისხმევა ამჯერად წარმატებული – პროგნოზები ოპტიმისტურია.

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი ცდება, რომ უკრაინა ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ირკვევა, რომ 28-პუნქტიანი შეთანხმების განახლებული ვერსიიდან რამდენიმე მცირე დეტალი რჩება შესათანხმებელი. ვაშინგტონი სამშვიდობო პროცესში დიდ პროგრესზე მიუთითებს. ახლა მთავარი კითხვაა, როდის გაიმართება ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც ზელენსკიმ სწორედ ღიად დარჩენილი თემების განხილვა დააანონსა. ევროპა ტრამპის გეგმის გარშემო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. თავის მხრივ ევროკავშირს გაშვებულ შანსზე მიუთითებს მოსკოვი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მიერ მომზადებული გეგმის მიმართ დადებითად არის განწყობილი. თუმცა მასზე საბოლოო თანხმობისთვის აყენებს საკუთარ პირობებს. გავრცელებული ცნობით, შეთანხმების გეგმა მაიამიში ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის კონსულტაციების შედეგად მომზადდა. მთავარ სადავო თემებად სახელდება პუნქტები, რომლებიც ტერიტორიებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას ეხება.

რა კორექტივები შევიდა თავდაპირველ 28-პუნქტიან გეგმაში – თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.