ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა

ზეპირი განცხადებების შემდეგ დონალდ ტრამპი ქმედებებზე გადადის.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საზღვარზე ბარიერის მშენებლობის სამუშაოებში ჩასართავად კი სამხედროები გაიგზავნენ. ახალი აკრძალვები ამოქმედდა ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. მკაცრმა მიდგომამ მილიონობით მიგრანტის ამერიკული ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მექსიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება დეპორტირებული მიგრანტების მისაღებად ემზადება და ამერიკის საზღვრის მიმდებარედ კარვის ქალაქს აშენებს.