ურთიერთბრალდებების რეჟიმიდან თანამშრომლობის სურვილამდე – სამიგრაციო რეიდების ფარგლებში ამერიკის ორი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ, მინესოტის ხელმძღვანელობა და ცენტრალური ხელისუფლება დაპირისპირების ნაცვლად, თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. დონალდ ტრამპსა და მინესოტის გუბერნატორს შორის სატელეფონო კომუნიკაციაც გაიმართა. შედეგად ტრამპი საიმიგრაციო ოპერაციების ხელმძღვანელს ცვლის და შტატში თეთრი სახლის სასაზღვრო კოორდინატორს გზავნის. მიღებულია გადაწყვეტილება მინესოტაში საიმიგრაციო აგენტების რაოდენობის შემცირების თაობაზეც და განიხილება მკვლელობის ფაქტებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობაც. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება პირველი ლედი. მელანია ტრამპი ძალადობას გმობს, მოქალაქეებს კი პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გამოხატვისკენ მოუწოდებს. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად შეძლებს ტრამპის ახალი წარმომადგენელი შტატში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას – მარიამ ახალაია დეტალებით.