ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკა

დავოსში გლობალისტების ფავორიტ ეკონომიკურ ფორუმს, ტრადიციულად ამერიკელი პრეზიდენტები არ ესწრებიან. შვეიცარიის ალპებში დონალდ ტრამპი მართალია პრეზიდენტის რანგში, თუმცა ბიზნესის გამოცდილებით, ინვესტიციების მოსაზიდად ჩავიდა.

ევროპას ტრამპის  პროტექციონისტული სლოგანი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” აღიზიანებს და პრეზიდენტს ახსენებს, რომ ნაციონალიზმი იქ მთავრდება, სადაც საერთაშორისო ხელშეკრულებები იწყება.