ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე 

რეზონანსული გადაწყვეტილებები და სადავო განკარგულებები, რამაც გლობალური ცვლილებები გამოიწვია – დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღის შესაჯამებლად ემზადება.

სიტყვით გამოსვლამდე საათები რჩება. მიმართვის ნაწილი, ბუნებრივია, უკრაინის ომს შეეხება. ფაქტია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების დაპირება ამ ეტაპზე შეუსრულებელი რჩება. უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის და დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. თუმცა უკვე რეალობად იქცა ჯერ კიდევ საარჩევნო მარათონის დროს გაჟღერებული რამდენიმე ინიციატივა და გეგმა.

საემიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად ხელმოწერილი ბრძანებები, რეორგანიზაცია, საკადრო წმენდა, დაზოგილი ფედერალური ხარჯები, შეჩერებული საგარეო დახმარების პროგრამები, ახალი სატარიფო პოლიტიკა, სავაჭრო ომი ჩინეთთან – ტრამპის 100 დღე სალომე თორაძის რეპორტაჟში.