ტრამპის მუქარა – ეკონომიკური ომი ირანის წინააღმდეგ 

21:21, 20.08.2026

სამხედროს შემდეგ დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები აამოქმედა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ეკონომიკურ ომს აანონსებს. ტრამპის მოთხოვნაა, შეწყდეს ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ირანისთვის, სხვა შემთხვევაში სანქციები სხვებსაც დაეკისრებათ. „ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ“ – ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა მოკავშირეებს მიმართა. ამ გზავნილის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაძვირდა და ბარელზე 94 დოლარს მიაღწია. ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი გამტარი არხი, ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად დაკეტილი რჩება, რაც ენერგომატარებლების ფასებს მაღალ დონეზე ინარჩუნებს და გლობალურ ინფლაციას ზრდის. ტრამპის განცხადებას, რომ რომ ვაშინგტონი რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არაოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს, თეირანი არ ადასტურებს. მუქარის შემცველი გზავნილები ჟღერდება ირანიდანაც. ახალი ომის დაწყების შემთხვევაში თეირანი უფრო დამანგრეველ იარაღის გამოყენებით იმუქრება და ამერიკას დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს.

 

მსგავსი