ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სტივენ მილერის თქმით, ძირითადი მიზანია ევროპაში მშვიდობის მიღწევა, ასევე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტა. დონალდ ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა ეპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გეგმის შესახებ დასმული შეკითხვისთვის.