ტრამპის მოთხოვნები – ევროკავშირის და უკრაინის პოზიცია
ვაშინგტონი კიევისგან პასუხს ელოდება.
ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებულ საპასუხო ვერსიას აშშ-ში უკვე გაგზავნილად აცხადებს. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან ბოლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ახმაურებს. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზეც ელოდება გადაწყვეტილებას და ქვეყანაში არსებულ კორუფციის მასშტაბებზე მიუთითებს. ირკვევა ისიც, რომ ევროკავშირის ლიდერების სურვილია, უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპი ზელენსკისთან მათ შეხვედრას დაესწროს.
უკრაინას საკუთარ პირობებს კიდევ ერთხელ ახსენებს მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს ასახელებს და რუსეთისთვის ამოსავალ წერტილად ჯერ კიდევ ალასკას სამიტზე დაყენებულ პირობებს აცხადებს.
არსებობს თუ არა კომპრომისული შეთანხმების შანსი ამერიკა-ევროპის გაუარესებული ურთიერთობის და ტრამპის გეგმის მიმართ ევროპელი ლიდერების სკეპტიციზმის ფონზე – თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟი.