ტრამპის ინაუგურაცია - მოლოდინები

ინაუგურაციასა და ტრამპის ადმინისტრაციის სამომავლო გადაწყვეტილებებს ელოდებიან საქართველოშიც. მმართველ გუნდს ინაუგურაციის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი აქვს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მათი და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები იქნება ისეთივე მწვავე, როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციისას იყო.