ტრამპის გზავნილები დავოსის ფორუმზე

21:18, 21.01.2026

ვაშინგტონ-ბრიუსელის უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობის ფონზე დონალდ ტრამპის დღევანდელი მიმართვა მსოფლიო პოლიტიკის მთავარი თემაა.

დავოსში რამდენიმე საათის წინ ჩასულმა ამერიკის პრეზიდენტმა გამოსვლის დიდი ნაწილი ევროპის კრიტიკას და კუნძულ გრენლანდიის მომავალს მიუძღვნა. ტრამპი დანიის შემადგენლობაში შემავალ კუნძულზე ძალის გამოყენებას არ აპირებს, თუმცა ამჯერად დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან აჟღერებს, რომ რაკეტებისგან თავდასაცავი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ განსათავსებლად გრენლანდიის სრულად დასაკუთრების გეგმა ძალაში რჩება. აშშ-ის პირველი პირის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო ნატოს და ევროკავშირის მისამართით. ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს – ასეთი იყო დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. გრენლანდიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების მიმართ ტარიფების ზრდის დაანონსების პასუხად ხვალ ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან – ევროკავშირმა რეაგირების მექანიზმები უნდა განიხილოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა წევრ ქვეყნებს ტრადიციული ფრთხილი პოლიტიკისგან გადახვევისკენ უკვე მოუწოდა.

მსგავსი