ტრამპის გზავნილები და ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა

პრეზიდენტად ინაუგურაციისას, დონალდ ტრამპის დაპირებებს შორის იყო განცხადება, რომ იგი იქნება „მშვიდობის დამამყარებელი“. მან აქცენტი გააკეთა ეროვნული ინტერესებით მოქმედებასა და ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის ცვლილებაზე – საინაუგურაციო გზავნილების გათვალისწინებით „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ახალი ადმინიტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მათ შორის წარსულში ტრამპის კრიტიკით დაკავებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არინ, რომ საქართველოსთან მიმართებით ახალ ადმინისტრაციას წინამორბედის იდენტური პოლიტიკა ექნება.

შტატების 47 პრეზიდენტის პოლიტიკა და მოლოდინები თბილისში – ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში.