ტრამპის გეგმა
როდის გასაჯაროვდება ტრამპის გეგმა, რომელმაც უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს? – ეს არის კითხვა, რომელიც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში კიტ კელოგს დაუსვეს. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ 25 დღეა რაც ხელისუფლებაშია.