ტრამპის განცხადება პუტინთან საუბრის შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მისგან მოისმინა სურვილი, მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ ომის დარეგულირება სურს. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მსოფლიო ბაზარს ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობას აწვდის.