ტრამპის გადაწყვეტილება და საერთაშორისო პოზიციები უკრაინის ომზე

21:29, 04.03.2025

უკრაინის სამხედრო დახმარების უმსხვილესი დონორი, აშშ კიევისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აჩერებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო მედიას თეთრმა სახლმა აცნობა. შეჩერებულია პოლონეთის საწყობებში არსებული იარაღის ტრანსპორტირება, რომელიც უკრაინაში ფრონტის ხაზზე უნდა გაგზავნილიყო. მიღებული გადაწყვეტილების ფონზე უკრაინელი მაღალჩინოსნები შტატების მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და იტოვებენ იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებისა და ტრამპი-ზელენსკის მწვავე კამათის შემდეგ, ევროპა თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კონტინენტის გადაიარაღების გეგმა წარადგინა. დოკუმენტი თავდაცვის მიმართულებით 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

მსგავსი