ტრამპის და პუტინის შეხვედრის საკითხი

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა შვეიცარიული გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. ნიკოლას ბიდომ განმარტა, რომ ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შვეიცარიის მთავრობა რეგულარულად უდასტურებდა მზადყოფნას დიპლომატიური გზით მშვიდობის დამყარებაში დახმარებისთვის.