ტრამპის ანტიკრიზისული გეგმა

სწორედ პანდემიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრები აპირებენ, სასამართლოში გაასაჩივრონ პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც პანდემიის გამო დაზარებული მოქალაქეების დახმარებას ეხება. ივლისის ბოლოს ვადა გაუვიდა დროებით რეგულაციას, რომელიც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კვირაში 600 დოლარის გამოყოფას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მოლაპარაკებების შემდეგ დახმარების პაკეტზე შეთანხმება ვერ შედგა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დახმარების პაკეტს, რომლის მიხედვით უმუშევარი ამერიკელები ყოველკვირეულად 400 დოლარს მიიღებენ.

პრეზიდენტის ოპონენტები ახალ პაკეტს არასაკმარისად მიიჩნევენ და თეთრი სახლის ლიდერის ქმედებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

თემას ამერიკიდან თორნიკე ბერიშვილი განაგრძობს, რომელიც საქართველოს პირველი არხისთვის მუშაობს.