ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა   

დონალდ ტრამპი მისსავე ინიცირებულ სავაჭრო ომს 90 დღით, ათეულობით ქვეყანასთან აჩერებს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ მიზეზი 75 ქვეყნის გადაწყვეტილებაა, რომლითაც შტატებს საპასუხო ტარიფები არ დაუწესეს და მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავენ.   კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირიც, თუმცა ბრიუსელი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის და ამერიკისთვის არც საპასუხო ტარიფების დაწესებას გამორიცხავს. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ტრამპი ყველაზე მკაცრ სატარიფო პოლიტიკას ინარჩუნებს, ჩინეთია. ამ შემთხვევაში ამერიკამ სავაჭრო ტარიფები 104-დან 125 %-მდე გაზარდა და ოფიციალური პეკინი გლობალური ბაზრების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. საპასუხო ზომები მიიღო ჩინეთმაც, სადაც ტრამპის გადაწყვეტილებას ჩაგვრის პოლიტიკა უწოდეს. ვისი გამარჯვებით დასრულდება სავაჭრო ომი ჯერ უცნობია თუმცა 90 დღით ისევ 10 %-იან ტარიფებზე დაბრუნებამ საფონდო ბირჟებზე დადებითი ძვრები უკვე გამოიწვია.