ტრამპის ახალი ხედვა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით

22:06, 05.02.2025

ღაზის სექტორში 15-თვიანი ომის და მასშტაბური განადგურების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ რეგიონში სამომავლო სტაბილურობისთვის ახალი იმედები გააჩინა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესვლის შემდეგ, მსოფლიომ არაბულ ანკლავთან დაკავშირებით მოულოდნელი სიახლეები შეიტყო. ვაშინგტონს ამჯერად ომისგან განადგურებული ღაზის სექტორის დაკავება და მისი აღდგენა სურს, მოსახლეობა კი უნდა გადასახლდეს. დონალდ ტრამპი ღაზაში ახლო აღმოსავლეთის რივიერას მოწყობის პირობას დებს, თუმცა ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი არაბულ ქვეყნებში.

რას გულისხმობს ტრამპის ახალი ხედვა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ნახეთ რეპორტაჟში.

მსგავსი