ტრამპის ახალი განკარგულება

აშშ-ის პრეზიდენტმა პორტლენდში სამხედროების გაგზავნის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს დაავალა, რომ გამოყოს საჭირო რესურსი „ომით განადგურებული პორტლენდის დასაცავად“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ის ასევე უფლებას იძლევა გამოყენებული იყოს სრული ძალა, თუ საჭირო იქნება“.