„იუესეიდის“ მხრიდან საბიუჯეტო თანხების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის საკითხზე მოკვლევის დასრულებამდე, შტატების ახალი ადმინისტრაცია გლობალურ ორგანიზაციას სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს.
სააგენტოს კორუმპირებულს და არაკომპეტენტურს უწოდებს პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ხმაურიანი განცხადებები ილონ მასკთან ერთად გააკეთა. „იუესეიდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს მასკსაც. უფრო მეტიც, ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის სამსახურის ხელმძღვანელი „იუესეიდის“ ქმედებებს საეჭვოს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტო სავარაუდოდ არჩევნებზე გავლენას ახდენდა. მძიმე ბრალდებების ფონზე, ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მასკთან კადრების შემცირების საკითხზე. პარალელურად, „იუესეიდის“ გაუქმების თავიდან ასაცილებლად კონგრესში კანონპროექტი მზადდება.