თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემა ხდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში.
დოკუმენტში დონალდ ტრამპის მმართველობის პირველი წელია შეჯამებული და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეფასებული, რამაც წინამორბედი ადმინისტრაციის პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. ოფიციალური თბილისის განსაკუთრებულ ყურადღებას ანგარიშის ის ნაწილი იწვევს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები კორუმპირებულად არის შეფასებული, ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კი მათი დაშლაა დასახელებული. მმართველი გუნდი, რომელიც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პირადი და ტრამპის გადაწყვეტილებების მსგავსებაზე ხშირად საუბრობს, გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსსაც იდენტურ კონტექსტში განიხილავს.