დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში სკოლაზე დარტყმას იძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის პიტ ჰეგსეტის თქმით, სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ამერიკის სამიზნე არასდროს ყოფილა და სამოქალაქო ობიექტებისთვის მათ არასდროს დაურტყამთ. ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა. თავად ამერიკის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ფრონტზე კარგად მუშაობს. დონალდ ტრამპმა ირანთან ომის საწყისი დღეები, ამერიკის დიდ წარმატებად გამოაცხადა.