ტრამპის ადმინისტრაცია „ანტიფას“ წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი ამერიკაში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული მოძრაობა „ანტიფას“ და სხვა მემარცხენე საპროტესტო მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ითხოვს.

შტატების პრეზიდენტმა მემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის გაღვივებაში დაადანაშაულა და არც ის გამორიცხა. რომ „ანტიფა“ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ. კიდევ უფრო მწვავე იყო შეფასებებში ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი –  კრისტი ნოემმა „ანტიფა“ „ისლამურ სახელმწიფოს“, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ შეადარა. მუქარის შემცველი განცხადებების ფონზე ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც „ანტიფას“ მხარდამჭერებად განიხილებიან, ამერიკას  ტოვებენ. მოქმედი ადმინისტრაციის რიტორიკას ყალბი კრიზისის შექმნის მცდელობად განიხილავენ ტრამპის კრიტიკოსები და „ანტიფას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ტრამპის სურვილს უკავშირებენ,   ამერიკის რამდენიმე  ქალაქში სამხედროები გაგზავნოს.