ტრამპი-ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა

მოლაპარაკებები თეთრ სახლში და დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარი ვლადიმირ პუტინთან. რა ტიპის დათმობები იქნება საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად და რა შედეგებით დასრულდა ვაშინგტონში უკრაინის, აშშ-სა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა. ტრამპი უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ჰპირდება და აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება. თუმცა, არც უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტული დეტალები და არც სამმხრივი შეხვედრის სავარაუდო თარიღი ჯერ გარკვეული არ არის. კრემლი პასუხს აჭიანურებს. ზელენსკი კი ამბობს, რომ ტერიტორიების საკითხს მხოლოდ პუტინთან განიხილავს. ამერიკა ომის დასასრულებლად ორივე მხარეს დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებს. ევროპელი ლიდერები კი სანქციების გამკაცრებას ითხოვენ, თუ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების მზადყოფნა არ იქნება ნაჩვენები.

ქეთი ჩოხელი თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დეტალებით.